2009 წლის კულტურული და სპორტული პროგრამები
პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანო: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახური
პროგრამების დაწყებისა და დამთავრების თარიღი:01.01.2009-31.12.2009
დაფინანსების წყარო: ქალაქ რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტი
ვოკალურ-კლასიკური მუსიკით მომსახურების პროგრამა
პროგრამის ბიუჯეტი: 15 000 ლარი.
პროგრამის ამოცანა: ვოკალური და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია ფართო მასებში, კონცერტების გამართვა და ქალაქის კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ფოლკლორული მუსიკით მომსახურების პროგრამა
პროგრამის ბიუჯეტი: 15 000 ლარი.
პროგრამის ამოცანა: ქართული ხალხური ფოლკლორის პოპულარიზაცია ფართო მასებში, ქალაქის კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ქორეოგრაფიული მომსახურების პროგრამა
პროგრამის ბიუჯეტი: 15 000 ლარი.
პროგრამის ამოცანა: ქართვული ქორეოგრაფიის პოპულარიზაცია, ქალაქის სხვადასხა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
კამერული მუსიკით მომსახურების პროგრამა
პროგრამის ბიუჯეტი: 17 000 ლარი.
პროგრამის ამოცანა: კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, საქალაქო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ახალგაზრდა შემოქმედთა წახალისება
პროგრამის ბიუჯეტი: 4000 ლარი.
პროგრამის ამოცანა: ახალგაზრდა შემოქმედთა წარმოჩენა, ხელის შეწყობა, წახალისება.
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
პროგრამის ბიუჯეტი: 5 000 ლარი.
პროგრამის ამოცანა: დედის დღის მილოცვის ღონისძიების მოწყობა
მხიარული შეჯიბრი
პროგრამის ბიუჯეტი: 10 000 ლარი
პროგრამის ამოცანა :ახალგაზრდობის გაჯანსაღება, მათი მასიური ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, სულიერად და ფიზიკურად განვითარების ხელშეწყობა და სპორტული შეჯიბრებების პოპულარიზაცია ქალაქ რუსთავში.
საფეხბურთო ტურნირი მერიის გარდამავალ თასზე
პროგრამის ბიუჯეტი: 1500 ლარი
პროგრამის მიზანი: სასკოლო სპორტის განვითარება ფეხბურთში. ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენა, ფეხბურთის პოპულარიზაცია.
შიდა საქალაქო ტურნირი
პროგრამის ბიუჯეტი: 10 000 ლარი
პროგრამის მიზანი: რუსთავის მოსახლეობის გაჯანსაღება, ახალგაზრდობის მასიური ჩართვა სპორტის სხვადასხვა სახეობებში, პიროვნებების სულიერად და ფიზიკურად განვითრების ფორმირება, აგრეთვე სპორტის სახეობების აღორძინება და პოპულარიზაცია ქალაქ რუსთავში
ახალგაზრდული და თოჯინური თეატრის განვითარების პროგრამა
პროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი
პროგრამის ამოცანა: ახალგაზრდული თეატრის პროპაგანდა, ქალაქ რუსთავში ახალგაზრდების აქტიურ ჩართვა თეატრალურ ცხოვრებაში.ბავშვებისათვის თოჯინების თეატრის მეშვეობით ზღაპრული სამყაროს გაცოცხლება. თეატრის კულტურულ და შემოქმედებით პროცესებში ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა.



