საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (რუსთავის ოფისი)
ხელმძღვანელი: ეკატერინე ფავლენიშვილი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის წარმომადგენლობა დაფუძნდა 5 კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ 1995 წლის იანვარში.
2001 წლიდან საიას რუსთავის წარმომადგენლობა ფუნქციონირებს საიას რუსთავის ოფისის სახელწოდებით.
მიზნები:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისი სთავაზობს ქვემო ქართლის მოსახლეობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს სხვადასხვა სახით - სატელეფონო, პირადი, გასვლითი, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, სამართლის დარგების მიხედვით რუსთავის ოფისში ეწყობა მრგვალი მაგიდები, შეხვედრები, სემინარები. მოხალისეებთან ერთად ახორციელებს ქალაქ რუსთავის ბიუჯეტის მონიტორინგს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: მშენებელთა ქუჩა 4/7
ტელეფონი: 8(24)15-88-11; 8 (24) 15-53-37
მობილური: 8(99) 10 22 30
ელ-ფოსტა: rustavi@gyla.ge
ვებ-გვერდი: http://www.gyla.ge/
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA)
გამგეობის თავმჯდომარე: ზვიად დევდარიანი
სამოქალაქო განვითარების სააგენტო არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2002 წლის 13 აგვისტოდან, ქვემო ქართლში, დემოკრატიული მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრინციპებს ავითარებს.
მიზნები:
ეროვნული ინტეგრაციული პროცესების დაჩქარება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. CiDA იღწვის სამოქალაქო თანამშრომლობის ფორმირებისაკენ, ყველაფერ ამას კი, დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა განვითარების გზით ახორციელებს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობა და სამოქალაქო მონაწილეობა;
• დამოუკიდებელი მედიის განვითარების ხელშეწყობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის განვითრების ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი :ფიროსმანის ქუჩა #9/1
ტელეფონი: 8(24) 15 88 22 8(77) 46-03-35,
ელ-ფოსტა:
ვებ-გვერდი: http://www.cida.ge/
კავშირი ”რუსთავის საინფორმაციო ცენტრი”
კავშირის გამგეობის თავმჯდომარე: ეკა კვახაძე
ცენტრის დირექტორი: ნესტან არჩვაძე
დაარსდა 2003 წელს, ფონდ ”ევრაზიის” ფინანსური მხარდაჭერით.
მიზნები:
ცენტრის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის თანამედროვე ფორმების დანერგვის ხელშეწყობა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართვის სტიმულირება, ადგილობრივი მნიშვენლობის იურიდიულ, სოციაურ და ეკონომიკურ საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოქალაქეთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება და ინფორმაციის გავრცელება. მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ორმხრივი კომუნიკაციის ხელშეწობა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: რუსთავი, კოსტავას გამზირი #20
ტელეფონი: 8(24) 12 19 27
ელ-ფოსტა: info@rustavi.ge
ვებ-მისამართი:
”სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”
აღმასრულებელოი დირექტორი: თეა ლობჟანიძე
დაარსდა 1999 წელს, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პროგრამების ფარგლებში მომზადებული მწვრთნელების მიერ, როგორც რუსთავის მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია. რეგისტრაციაში გატარდა რუსთავის სასამართლოს მიერ 2000 წელს. რეგისტრაციის N9/9-77 2005 წლის სექტემბერში საქმიანობის არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით შეიცვალა იურიდიული მისამართი, სახელი და მიზნები. ეწოდა სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, რეგისტრაციაში გატარდა იუსტიციის სამინისტროს რუსთავის სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურ მიერ. რეგისტრაციის ნომერი 00522060025 საგადასახადო ნომერი: 216 379 880
მიზნები:
ეკოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანათლებლო, სათემო, კულტურული, ანტიკორუფციული, ახალგაზრდული და სხვა საკითხების მოგვარების ხელშეწყობა საგანათლებლო საქმიანობით; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; საქართველოში საგანმანათლებლო ინიციატივების დანერგვა; დემოკრატიული პრინციპების დანერგვა; ხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა; მრავალმხრივი და უწყვეტი განათლების ხელშეწყობა; განათლების სისტემის მუშაკთა პროფესიული განვითარება და განათლების ხარისხის ზრდა; ევროპულ და გლობალურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა თავისი მიზნების მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ატარებს და ორგანიზებას უკეთებს ტრენინგებს, სემინარებს, კონსულტაციებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს; ეწევა საგამომცემლო საქმიანობას; აწყობს მასობრივ და საქველმოქმედო ღონისძიებებს; გეგმავს, ინიცირებას უკეთებს და ახორციელებს საერთაშორისო ეროვნული, რეგიონალური და ლოკალურ პარტნიორულ პროგრამებსა და პროექტებს; ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის კავშირის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს; ეწევა კანონმდებლობით აუკრძალავ სხვა საქმიანობას
საკონტაქტო ინფორმაცია:
რუსთავი, მეგობრობის გამზირი 12/56
ტელეფონი: 8(24)15 13 58, 12 20 45
ფაქსი: 8(24) 122045
ელ-ფოსტა: siqaoffice@gmail.com
ვებ-მისამართი: http://siqa.gol.ge/ http://www.zari.org.ge/
ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” (რუსთავის ოფისი)
პროექტის კოორდინატორი: ნანა ქორიძე
ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო” ახორციელებს პროექტს “ახალი ცხოვრების დასაწყისი”.
მიზნები:
ხარისხიანი ალტერნატიული მომსახუროების გაწევა სოციალურად დაუცველი ბავშებისა და მათი ოჯახებისათვის ადგილობრივ თემში და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ქ. რუსთავში ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო დღის ცენტრი “საპოვნელა”.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: რუსთავი, შარტავას ქ. #4 პროფესიული ლიცეუმი პირველი სართული
ტელეფონი: 8 (24) 12-19-52
ელ-ფოსტა: bavshvidagaremo@yahoo.com
ასოციაცია ,,ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის”
საქმიანობა: ახალაგაზრდული კლუბები, ბანაკები, არაფორმალური განათლება
საკონტაქტო პირი: ალექსანდრე მეტრეველი - თავმჯდომარე
ტელეფონი:899 77 84 04
ელ–ფოსტა: georgianyouth@gmail.com
ასოციაცია "დემოსი"
საქმიანობა: სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია,
საკონტაქტო პირი: ლიანა ჩარკვიანი, თავმჯდომარე
მისამართი: რუსთავი
ტელეფონი:899 53 88 03
ელ–ფოსტა: liana@mail.ru
ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციები:
აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი რუსთავში
საქმიანობა: აზერბაიჯანული კულტურისა და ხელოვნების პოულარიზაცია, ეთნიკური აზერბაიჯანლების დახმარება.
საკონტაქტო პირი: ხამადინ ელჩუევი - ხელმძღვანელი
მისამართი: რუსთავი, XXI მკრ. 4 ა, პირველი სართული
ტელეფონი:899 94 20 58
რუსული სათვისტომო ,,რადნიკი”
საქმიანობა: რუსული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია. ეთნიკური რუსების დახმარება
საკონტაქტო პირი: ვერა კუზნეცოვა თავმჯდომარე
მისამართი: ქ.რუსთავი, სააკაძის #7
ტელეფონი: 877 47 57 28 15 82 09
ლესია უკრაინკას სახელობის ქვემო ქართლის უკრაინული სათვისტომო
საქმიანობა: უკრაინული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია. ეთნიკური უკრაინელების დახმარება.
საკონტაქტო პირი: ტატიანა ჩოგოლაშვილი - პრეზიდენტი
მისამართი: რუსთავი, ფიროსმანის 19, მე-2 სართული
ტელეფონი: 893 17 19 10
ასოციაცია ,,საქართველოს გერმანელები აინუნგ” რუსთავის ფილიალი
საკონტაქტო პირი: იულია ტოლიკოვა - თავმჯდომარე
საქმიანობა: გერმანული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია. ეთნიკური გერმანელების დახმარება.
საკონტაქტო პირი: იულია ტოლიკოვა - თავმჯდომარე
მისამართი: რუსტავი, რუსთაველის ქ. 24-5
ტელეფონი: 8( 24 )14 06 07



