თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 9 იანვრის წლის #217 დადგენილება
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სიმბოლოების
(გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ
`ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის და `საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო
ა დ გ ე ნ ს :
1. მხედველობაში იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2008 წლის 9 სექტემბრის #33 წერილი, დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის გერბის გამოსახულება (თანდართული ფორმით) და აღწერილობა.
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის გერბის აღწერილობა:
გერბის ჰერალდიკური ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ვერცხლისფერი, მეორე ნაწილი _ წითელი ველი.
მთლიანად ფარის ველის მარცხენა ნაწილი არის წითელი ფერის, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი. ფარის მარცხენა წითელი ფერის ველის თავში გამოსახულია ვერცხლისფერი ჯვარი, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი ველის თავში გამოსახულია ხუთქიმიანი ტიტულარული გვირგვინი წითელი ფერის.
ფარზე მოთავსებულია ორი სარტყელი, I გალავანი, II მდინარე. გალავანი და მდინარე ორი ფერით არის გამოსახული. მარჯვენა ნაწილი ვერცხლისფერ ველზე წითელი, მარცხენა _ წითელ ველზე ვერცხლისფერი.
ფარის ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო გვირგვინი.
ფარის ქვემოთ მოთავსებულია დევიზი, რომელიც ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია _ `რუსთავი~.
2. ამავე წერილის გათვალისწინებით დამტკიცდეს დროშის გამოსახულება (თანდართული ფორმით) და აღწერილობა
დროშის აღწერილობა:
ქალაქ რუსთავის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ნაჭერს პროპორციით 2/3 დროშის ველი ვერტიკალურად არის გაყოფილი. მარჯვენა ნაწილი _ ვერცხლისფერი, მარცხენა _ წითელი.
დროშის მარცხენა წილ ველზე გამოსახულია ვერცხლისფერი ჯვარი.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რუსთავის გერბი და დროშა შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:



