გეოგრაფიული ცნობები
რუსთავი რესპუბლიკური დაქვემდებარების, ქვემო ქართლის მხარეში ყველაზე მსხვილი თვითმმართველი ქალაქია და მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის საკრებულოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ. მას უკავია 6060 ჰექტარი უნაყოფო სტეპის ტერიტორია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრ მანძილზე. სამხრეთიდან და დასავლეთიდან რუსთავს ესაზღვრება იალღუჯისა და ჩათმის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გარდაბნისა და ფონიჭალის ველები.
მას ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე მტკვარი. რუსთავის კლიმატური პირობები გარდამავალია ხმელთაშუა ზღვისა და სტეპს შორის. ხასიათდება არამკაცრი ზამთრით და მშრალი, ზომიერი და ცხელი ზაფხულით.
რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა _ ს-4 ,,თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი)“, სიგრძე 28 კმ;
- შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:
- შ-32 “თბილისი-გაჩიანი-რუსთავი”, სიგრძე 28 კმ;
- შ-68 “რუსთავი (ხიდიდან)-გარდაბანი-ვახტანგისი (აზერბაიჯანის საზღვარი)”, სიგრძე 164,9 კმ;
- შ-69 ”გამარჯვება-რუსთავი”, სიგრძე 7,4 კმ;
ბუნება
რუსთავი აშენებულია უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზე. ახალი რუსთავი (მარჯვენა სანაპირო)შედარებით მშრალი და ცხელია, ვიდრე ძველი.ძველი და ახალი რუსთავი ერთმანეთისგან დაშორებულია 1 კმ-თი. მათ შორის, მტკვრის სანაპიროზე არის რუსთავის ტყე, რომელიც ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია
. პარკში მდებარეობს ხელოვნურად შექმნილი ტბა.
ქალაქის ხელისფლება
თვითმმართველი ქალაქი რუსთავს მართავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო–საკრებულო ოცდახუთკაციანი შემადგენლობით და აღმასრულებელი ხელისუფლება– მერია, რომელსაც ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული მერი. რუსთავის თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობა მდებარეობს ე.წ. "ძველი რუსთავის" ცენტრში, კოსტავას გამზირზე.



