ბიუჯეტი / კომენტარები

2007 წლის ბიუჯეტი 8 თვეში, თანაც გადაჭარბებით შესრულდა

რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება მთელი წლის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს. ისევე როგორც მიმდინარე წლის გასულ თვეებში, ადგილობრივი ბიუჯეტი აგვისტოშიც გადაჭარბებით შესრულდა. გეგმით გათვალისწინებული 875 ათასი ლარის ნაცვლად ბიუჯეტში შემოსავლებმა მილიონ 52 ათას 200 ლარი შეადგინა. გეგმა 120 პროცენტით შესრულდა. საერთო ჯამში, ჭარბი შემოსავალი 177 ათას 200 ლარია.

ასევე წარმატებით შესრულდა არასაგადასახადო შემოსავლების გეგმაც, ადგილობრივ ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 95 ათასი ლარის ნაცვლად 141 ათას 900 ლარის მობილიზება მოხდა.

შთამბეჭდავია არასრული წლის, 8 თვის საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებელიც, ქალაქის ხელმძღვანელობის დაპირება, რომ წლის ბოლომდე რუსთავის ბიუჯეტი 20 მილიონს გასცდებოდა, უკვე შესრულებულია. წლის დასაწყისში ბიუჯეტი 17 მილიონ 827 ათას 400 ლარით იყო დაგეგმილი. 8 თვის შედეგებით კი, რუსთავის ბიუჯეტში 26 მილიონ 595 ათას 310 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი. აქედან 8 მილიონ 50 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერია, რომლიდანაც 4 მილიონ 991 ათასი ლარი ქალაქის იმფრასტრუქტურის განვითარებას, ძირითადად კი, გზის საფარის დაგებას მოხმარდა, ხოლო დანარჩენი შ.პ.ს. რუთავწყალისთვის ელექტრო ენერგიის დავალიანების დასაფარად მიღებული თანხაა.

Hot Line
+995 24 12 47 37
+995 24 12 00 05
+995 24 19 44 72
Kvemo Kartli
National Association of Local Authorities of Georgia
Weather
Weather
თბილისი+36+21
რუსთავი+37+21
თელავი+35+21
ქუთაისი+34+22
ბათუმი+29+21
სოხუმი+32+19
Currency
USDUSD1.8394
EUREUR2.3539
GBPGBP2.8314
RUBRUB0,059
Dens - Dental clinic