ჩვენი ქალაქი / ეკლესიები და ტაძრები

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქებს: რუსთავს, მარნეულს, გარდაბანსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის იურისდიქცია უძველესი ისტორიული ქვემო ქართლის ვაკეზე მდინარეების - მტკვრის, ალგეთისა და ხრამის აუზებზე ვრცელდება. რუსთავის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, ჩრდილო დასაველთიდან მანგლისისა და წალკის, დასავლეთიდან ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ეპარქიის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს. ეპარქიის ტერიტორიაზე საქართველოს გაქრისტიანების დასაწყისიდანვე იწყება „ეკლესიათა მშენებლობა, IV ს. ბოლოს თრდატ მეფეს (393-405) რუსთავში დაუდვია „ეკლესიისა საფუძველი“. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ რუსთავი საეპისკოპოსო ერთეულად აღირაცხა და იგი რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას მოიცავდა. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ მოოხრდა ქალაქი რუსთავი და რუსთაველი ეპისკოპოსის სადგომად მიჩნეული იქნა მარტყოფი. მარტყოფში მყოფი მღვდელმთავარი კვლავ რუსთველად იხსენიებოდა. სამეფოებად გაყოფილ საქართველოში რუსთველი მღვდელმთავარი კახეთის სამეფოს მეორე სადროშოს სარდლობდა. ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია.

1997 წლიდან ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ათანასე ჩახვაშვილი.

რუსთავში არსებული ტაძრები და ეკლესიები:

imageწმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

imageწმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

imageმთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის მონასტერი

ღვთისმშობლის ხარების ტაძარიimage

image ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია


Hot Line
+995 24 12 47 37
+995 24 12 00 05
+995 24 19 44 72
Kvemo Kartli
National Association of Local Authorities of Georgia
Weather
Weather
თბილისი+36+21
რუსთავი+37+21
თელავი+35+21
ქუთაისი+34+22
ბათუმი+29+21
სოხუმი+32+19
Currency
USDUSD1.8394
EUREUR2.3539
GBPGBP2.8314
RUBRUB0,059
Dens - Dental clinic