კახა გურგენიძე
დაიბადა 1975 წლის 7 აპრილს ქ. ბორჯომში
1992 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა
იმავე წელს ჩაირიცხა ქალაქ რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე
1995-1996 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერის თანაშემწე
1996-2000 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერიის საორგანიზაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი
2000-2001 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე
2001-2002 წლებში ქალაქ რუსთავის მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
2002-2004 წლებში იყო მერიისა და საკრებულოს აპარატის უფროსი
2004-2005 წლებში იყო ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე, მთავრობის წევრი
2006 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის მაისამდე იყო მესამე მოწვევის საკრებულოს წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2008 წლის 30 მაისიდან 2010 წლის 17 ივნისამდე იყო თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
2010 წლის 17 ივნისს ხელახლა იქნა არჩეული თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
საკონტაქტო ტელეფონი: მისაღები 8(24) 12 46 46



